ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოკუპანტები რეგიონში ტერორისტულ თავდასხმებს აძლიერებენ.
"რუსი ოკუპანტები რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტულ თადასხმებს აძლიერებენ, ყველა ხელთ არსებული იარაღის გამოყენებით - არტილერია, ნაღმტყორცნები, თვითმფრინავები, რაკეტები.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მტერმა ხარკივის რეგიონი 140-ზე მეტჯერ დაბომბა", - ამბობს სინეგუბოვი.
ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსული არმიის სამიზნე ძირითადად სამოქალაქო ობიექტები და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობაა.