სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას მხარს უჭერენ.
"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას. არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!", - წერია განცხადებაში.