მე ვიყავი პოლონეთის პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩავიდა და როგორც საქართველოს მეგობარი, თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი და მრავალი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო გახლავთ.
ჩვენ კანონის უზენაესობას თქვენს ქვეყანაში პატივს ვცემთ, მაგრამ ვთლით, რომ მოპყრობა მის მიმართ გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ სამართლიანად და თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, შეიტანოთ წვლილი მის განთავისუფლებაში და საქართველოს ყველა მხარდამჭერი მიესალმება ამ ფაქტს.
ასე მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე საერთო დისკუსიის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს [ფორმულას სინქრონული თარგმანი].