
საქართველოში პროტესტის 100-ე დღეა. ხელისუფლებამ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ კრიზისიდან გამოსავლელად, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ძალადობის, დაკავებებისა და ახალი შემზღუდველი კანონმდებლობის მიუხედავად, დღეს საქართველოში პროტესტების 100-ე დღეა. შვედეთი კვლავ მხარს უჭერს ყველა ქართველის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ამ კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა", - წერს საგარეო უწყება X-ზე.