შვედეთის საგარეო: ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ძირს უთხრის დემოკრატიას

შვედეთის საგარეო: ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ძირს უთხრის დემოკრატიას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენენგარდი პოლიტიკოსების დაკავებას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოში დემოკრატიას უთხრის ძირს.

"ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება და სასჯელები ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხელისუფლება ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს.

შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური ქართული საზოგადოების მხარდაჭერას", - წერს ის.