
შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, შვედეთი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება", – ნათქვამია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაში.