შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, - ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა 5-მა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს.

როგორც Reuters-ი წერს, თემაზე კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებას ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მანამდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.