შვედეთი FARA-ზე: ემატება რეპრესიული კანონების რიგს, მიზანი დამოუკიდებელი ხმის ჩახშობაა

შვედეთი FARA-ზე: ემატება რეპრესიული კანონების რიგს, მიზანი დამოუკიდებელი ხმის ჩახშობაა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებას X-ზე განცხადებით ეხმაურება.

"ახალი - უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი მტკიცედ დგას საქართველოს მამაცი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით მისი შთამბეჭდავი მუშაობის გვერდით", - ვკითხულობთ განცხადებაში.