შვაბე: მოვითხოვთ ყველას გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს აპრილში და მანამდე მე ამას დავარქმევდი წევრობას გამოსაცდელი ვადითა და შეზღუდული უფლებებით. ამასობაში კი ჩვენ მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ძალადობა და პასუხი აგებინოთ მათ, ვინც მართლა დამნაშავეა კანონდარღვევაში.

მოვითხოვთ ყველას გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული და განსაკუთრებით მინდა, ვახსენო მზია ამაღლობელი. ჩვენ ყველამ ვნახეთ ვიდეო და ნამდვილად სასაცილოა, რომ მას ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული და ასე სჯიან.

თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მომხსენებელმა, ფრანკ შვაბემ.