შუმერი: თუ კონგრესი ვერ დაიცავს დემოკრატიას გაჭირვების დროს, ისტორია მას მკაცრად განსჯის

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება სერიოზული რისკის წინაშეა მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში. ავტოკრატები და რადიკალური ექსტრემისტები ებრძვიან დემოკრატიას, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. წლის დასრულებამდე მნიშვნელოვანია, სენატმა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას უკრაინისთვის, ისრაელისთვის - ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ინდოეთსა და წყნარი ოკეანის რეგიონში მოწინააღმდეგეების შეკავებას.

ორივე მხარეს ესმის, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, შედეგები მძიმე იქნება. კონგრესის მხრიდან უმოქმედობის შემთხვევაში, დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად წლის ბოლომდე ამოიწურება. მსოფლიო გვიყურებს, რას გავაკეთებთ კონგრესში ამ უახლოეს კვირებში. შეგიძლიათ დადოთ ფსონი, რომ გვიყურებს ვლადიმერ პუტინი. გვიყურებს ჰამასი, ირანი, პრეზიდენტი სი, ჩრდილოეთ კორეა - ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე. ისინი ყურადღებით აკვირდებიან. თუ კონგრესი ვერ დაიცავს დემოკრატიას გაჭირვების დროს, ისტორია მას ნამდვილად მკაცრად განსჯის.

განაცხადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.