შულგა: პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია

პრეზიდენტ ზელენსკის ჯერჯერობით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ელჩი იმყოფება საქართველოში, უკრაინაში არ დაბრუნებულა. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გადაცემულა. რაც შეეხება საქართველოში ელჩის დანიშვნას, როგორც იცი ეს ხდება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. ეს არის მისი პრეროგატივა. როგორც კი გავიგებთ, გავავრცელებთ ამ ინფორმაციას.

განაცხადა ჟურნალისტებთან უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ.