"შთამაგონეთ, არჩევნებზე კენჭი ვიყარო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით" - კრამონი კალაძეს პასუხობს

კარგი აზრია ბატონო კალაძე. თქვენ შთამაგონეთ, რომ საქართველოში, მომდევნო არჩევნებზე კანდიდატად ვიყარო კენჭი მწვანეების სახელით. მოდით ამაზე ვიმუშაოთ. (მივმართავ ყველა ჩემ გამომწერს, რომელსაც სჩვევია ჩემი არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!)

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. ამით ევროპელი პოლიტიკოსი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: "არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს".