
ძლიერმა გაზაფხულის შტორმმა დიდი ზიანი მიაყენა ალპების რეგიონს — ყველაზე მძიმედ იტალიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილები დაზარალდა. სტიქია დაემთხვა აღდგომის დღესასწაულზე მოგზაურობის პერიოდს, რაც გადაადგილებას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ართულებს.
სიცოცხლე ემსხვერპლა იტალიაში — რეგიონები წყლით დაიტბორა
ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებში — პიემონტში, ლომბარდიასა და სამხრეთ ტიროლში — გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ვალდანიოში ადიდებულმა მდინარემ მანქანა წაიღო, რის შედეგადაც მამა-შვილი დაიღუპა. პიემონტში, სამაშველო სამსახურმა 92 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვა, რომელიც საკუთარ სახლში დატბორვისას დაიღუპა. რეგიონმა უკვე გამოყო 5 მილიონი ევრო საგანგებო დახმარების სახით.
აოსტას ველზე წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, 6,400 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მილანში ქარიშხლის და დატბორვის საშიშროების გამო ქალაქის პარკები დროებით დაიკეტა, ხოლო ტურინში ადგილობრივებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ზარალი შვეიცარიასა და საფრანგეთშიც ფიქსირდება
შვეიცარიაში, ალპური კურორტი ცერმატზე ძლიერი თოვის ფონზე ელექტროენერგია და ტელესაკომუნიკაციო ქსელიგაითიშა. კურორტის მიმართულებით გზები მიუვალი გახდა. ვალეს კანტონის ქალაქ სიონში 36,000 ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
საფრანგეთში, კურორტ ვალ თორანში ზვავმა ქალი იმსხვერპლა.