შსს: რიკოთზე ავტოტრანსპორტის გატარება ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმით

შსს: რიკოთზე ავტოტრანსპორტის გატარება ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

შსს-ს ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით.

უწყების თქმით, შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.