შსს: პოლონეთის სამი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ

შსს: პოლონეთის სამი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის სამი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

საქმეზე ჯამში დაკავებულია სამი ადამიანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

"ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.