შსს: ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დავაკავეთ

შსს: ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 მოქალაქე დააკავეს.

"1964 წელს დაბადებული ხ.ხ., 1982 წელს დაბადებული თ.მ. და 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.