შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები", - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.