შსს-მ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის აპარატზე სავარაუდო კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის აპარატზე სავარაუდო კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება საზოგადოებრივ ტრანსპორტებში სამგზავრო გადახდის აპარატებზე კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, კერძოდ 284-ე მუხლით დაიწყო, რაც 3-იდან 6 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთავს ითვალისწინებს.

***

დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის აპარატებში საპროტესტო აუდიო ჩანაწერები ისმოდა.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშული იყო, თუმცა ამ დროისთვის, უკვე აღდგენილია.