შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა.

უწყება აღნიშნავს, რომ დაკავებულებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადება, გასაღება, გასაღების მომზადება და მცდელობა ედებათ.

"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, მუხლებით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.

მათ თავისუფლების 20-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.