
შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს უარი უთხრა პროფესიული საქმიანობის დროს გამოწერილი ჯარიმის გაუქმებაზე.
OC Media-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი ამბობს, რომ ჯარიმა, რომლის გაუქმებაზეც შსს-მა ჟურნალისტს უთრხა, 14 მარტს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ეხება.
ის აღნიშნავს, რომ იმ დღეს, როგორც ყოველთვის, როცა აქციებს აშუქებს, ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი და ჰქონდა კამერა, თუმცა საჩივრის პასუხად მიღებულ დადგენილებაში ნახსენები არ არის, რომ ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.
"4 ჯარიმა მაქვს სულ გზის გადაკეტვისთვის. 2 მარტის არის, 2 აპრილის. რა თქმა უნდა, 4-ვე გავასაჩივრე. 2 დღის წინ მომივიდა პირველი უარი 14 მარტის ქეისზე. მათივე გამოგზავნილ ვიდეოებში, ნუ, ორი მაქვს ჯერ ნანახი, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიკეთის პრესის ბეიჯი, სამკლავური, მაქვს კამერა, თუმცა რა თქმა უნდა არ გაუთვალისწინებიათ ეს ამბავი და პირველი ჯარიმა დატოვეს ძალაში. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი ამის მერე უკვე სასამართლოში გასაჩივრებაა და რა თქმა უნდა, ვაპირებ გავასაჩივრო", - ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას.