შსს-მ პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს.
როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი იუწყება, წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც და ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია.
ჭაყვლის პარალელურად ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დაშლის მცდელობის მიუხედავად ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა.