
კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი 1 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.
თავდამსმელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ კრაბ კოფის დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ.
ინფორმაცია კრაბ კოფის ერთ-ერთმა მეპატრონემ, ქრისტი პირველმა გუშინ სოციალურ ქსელში გააავრცელა.
მისი თქმით, კაფეს მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას ცხვირი აქვს გატეხილი, თვითონ კი, შედარებით უკეთ გრძნობს თავს.