შოვში სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული გენადი სულთანიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის წევრები ადასტურებენ.
გენადი სულთანიშვილი ანსამბლ ბუბას წევრი იყო.
გარდა ამისა, ის შოვში, კოტეჯებში არსებულ სასადილოში მზარეული იყო. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლას მკვიდრი იყო.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.