შოთა არველაძემ თურქული კარაგუმრუქის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მან გადაწყვეტილება ტრაბზონსფორთან მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.
ქართველი მწვრთნელის გუნდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა.
შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის გუნდში კარაგუმრუქის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2023 წლის თებერვალში დაიკავა.