შოლცის თქმით, უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთს დაარტყას

შოლცის თქმით, უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთს დაარტყას

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინას უფლება არ აქვს, გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიას დაარტყას.

შოლცი ამბობს, რომ მსგავსი წესები აქვთ განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელ მიმწოდებლებსაც. მისი თქმით, უკრაინის დახმარება აუცილებელია, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთსა და NATO-ს შორის ომი არ მოხდეს.

უკრაინის დასავლელი პარტნიორები, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხაზს უსვამენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს, კერძოდ მათი იარაღის გამოყენებით.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად საკუთარი იარაღი აქვს.