შოლცის თქმით, გერმანია კიევს არ დართავს ნებას, მისი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

შოლცის თქმით, გერმანია კიევს არ დართავს ნებას, მისი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას არ დართავს ნებას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს.

შოლცი განმარტავს, რომ გერმანული იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაშიც არ იქნება შესაძლებელი, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

"ასეც დარჩება...იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ქვეყნები სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამას არ გავაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პრობლემაა", - თქვა შოლცმა Die Welt-ის ცნობით.

კანცლერის თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

"უკრაინას ეყოლება უფრო ძლიერი ჯარი, ვიდრე მანამდე ჰყავდა", - აღნიშნა მან.

ამასთან, შოლცის აზრით, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ უკრაინა ვასალური სახელმწიფო არაა. კანცლერმა პუტინი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მან საკუთარი ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა, როცა უკრაინას თავს დაესხა.

***

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტრამერმა დასავლეთის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ნაწილობრივი ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის რაკეტებით შეტევას.

14 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, თქვა, რომ თუ აშშ და ბრიტანეთი უკრაინას რუსულ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების საშუალებას მისცემს, კიევს "გიგანტურად დამდნარ ადგილად" გადააქცევს.