ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში ომის შეწყვეტა.
პრემიერმა მედიის კითხვებს უპასუხა მაშინ, როცა აშშ-ში ჯო ბაიდენთან ვიზიტზე მიემგზავრებოდა.
პრემიერმინისტრმა ვაშინგტონში ისაუბრა დასავლეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ნაწილობრივი ბრიტანული წარმოების Storm Shadow-ის რაკეტებით შეტევას.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საფრთხილოა Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენება.
"რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს", - განაცხადა სტრამერმა მედიასთან.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ცნობით, ამ საკითხს ჯო ბაიდენთან შეხვედრისას აუცილებლად განიხილავს.
ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და მისი მტკიცებით, დასავლეთის გადაწყვეტილების შემთხვევაში, თუ უკრაინა Shadow Storm-ის დისტანციური იარაღის გამოყენებას შეძლებს, ეს ავტომატურად "მოსკოვთან ომს გულისხმობს".