შოლცი: ვიცით, ქართველები ძლიერ მიისწრაფვიან ევროპისკენ, ზედმიწევნით ვაკვირდებით მოვლენებს

ვიცით, რომ ქართველი ხალხი ძლიერ მიისწრაფვის ევროპისკენ, ეს არის დემოკრატიული ნება, რომელიც იქ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავხსენით ამ მიზნისკენ მიმავალი გზა, ამიტომ ჩვენ, ევროკავშირი, ის ქვეყნები, რომლებმაც ავიღეთ ვალდებულება, დავიცვათ დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ზედმიწევნით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს

თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.