ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს, ეს ეხება არამარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშაა და სწორედ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამას გავუსვათ ხაზი, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით.
განაცხადა გეერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.