გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ახალ კოალიციას ქმნიან, რათა მას შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო არტილერია მიეწოდოს.
ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. დღეს ბერლინში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის დახმარების საკითხზე იმსჯელეს.
"უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქმნიან კოალიციას, რათა უზრუნველყონ კიევი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო არტილერიით და გამოიყენონ რუსული აქტივებიდან შემოსული თანხა იარაღის შესაძენად", - განაცხადა შოლცმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლელი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას მანამ გააგრძელებენ, სანამ საჭირო იქნება.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს მათ დასჭირდებათ. ჩვენ არ გამოვიწვევთ [კონფლიქტის] ესკალაციის პროვოცირებას", - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.