შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

შსს-ის ინფორმაციით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე დაინიშნა, ხოლო მისი ადგილი ლევან მაისურაძემ დაიკავა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა თეიმურაზ კუპატაძემ, რომელიც ახლა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

ცვლილებების სრული სია ასეთია:

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი", - წერს შსს.