უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ჩავიდა. მისი თქმით, ის ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და ამასთან, დავოსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
"შევხვდები ქვეყნის ლიდერებს და დავოსის ფორუმში მონაწილეობას მივიღებ. ბერნში გავმართავ მოლაპარაკებებს პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებთან. მადლობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური მხარდაჭერისთვის.
დავოსში მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრებს გავმართავ ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკას", - წერს ზელენსკი.
9 იანვარს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი შვეიცარიაში გამგზავრებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ის ქვეყანას ორდღიანი ვიზიტით ეწვია.