"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის გაღიზიანება "დროების" ინფორმაციამ გამოიწვია. კახა კალაძის ამ რეაქციით და პასუხზე უარით კიდევ უფრო სარწმუნო გახდა ცნობა, რომ ოლიგარქი ამერიკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევას აპირებს. "დროების" ინფორმაციით, სწორედ ამ სახის დემარში იქნება ივანიშვილის რეაქცია დაანონსებულ და უკვე გარდაუვალ სანქციებზე.