შემოსავლების სამსახურის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს 13 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა.
მათი ინფორმაციით, ეს აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროსა და თანხებს.
"საქართველოს საბაჟო ადმინისტაციისადმი აშშ-ის ასეთი მოცულობის მხარდაჭერა აძლიერებს ორ ქვეყანას შორის, თანამშრომლობას და ხელს უწყობს გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებას", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ესწრებოდა. კაკავამ ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.