შეძლებს თუ არა ოცნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსებას ისევ 5 ოპოზიციონერის დახმარებით? ხვალ საკითხი კენჭისყრაზე გადის, ოპოზიცია დარბაზში შესვლასაც არ აპირებს. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის უკვე ყოფილი წევრები მედიის კითხვებს არ პასუხობენ. კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღეს განხილვისას დაპირისპირება მოჰყვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონ-პროექტია. ივანიშვილის გუნდი ამ ცვლილებასაც სასამართლო კლანის გაძლიერების მიზნით გეგმავს, ასეთია ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები. ხელისუფლება სულ უფრო შორდება ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს.