შამბა: ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი

შამბა: ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, სერგეი შამბა ამბობს, რომ აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.

"ჩვენ ისეთი ურთიერთობები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროზეა მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვსურს, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი", - ამის შესახებ შამბამ სოხუმში მოსკოვის სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.