შაჰინი: ქართველი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, ვინ გახდება პრეზიდენტი

კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, მიიღოს ის, რისკენაც ისწრაფვის, რათა გააგრძელოს დასავლეთისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, NATO-სკენ სვლა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს და ეს არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში.

ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტზე. როგორც ბატონმა ო’ბრაიენმა აღნიშნა, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები ქართველ სამხედროებთან, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ ამ საკითხისადმი განწყობილი, განვიხილავთ სანქციებს ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ. ძალიან ნათლად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკა, რომლის მხარდაჭერასაც ჩვენ ვაპირებთ ორპარტიულ საფუძველზე.

ამბობს ფორმულასთან სენატორი ჯინ შაჰინი.