პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან გაწბილებული დავრჩი. ამერიკის შეერთებული შტატები 30 წელზე მეტია საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს. საქართველოს მხარს ვუჭერდით [ფინანსური] დახმარებით, ასევე ქვეყანაში არსებობს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც. საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი რაც გავაკეთეთ, იყო გორში ვიზიტი და ვნახეთ ის ინიციატივები, რომლებიც ახალგაზრდა ადამიანებს უჭერს მხარს. ძალიან შთამბეჭდავი ახალგაზრდები ვნახეთ.ვნახეთ ის ინიციატივებიც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციის გამო დაზარალებულ მეწარმეებს. ასე რომ პრემიერისგან იმის მოსმენა, რომ ურთიერთობების განახლება სურს, მაგრამ შემდეგ არ გამოხატავდეს არანაირ მზაობას ამის გასაკეთებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას [სამწუხაროა]. ერთ-ერთი, რაც ვკითხეთ [შეხვედრის დროს] იყო ის, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, რომ დავრწმუნდეთ, რომ გავაგრძელებთ იმ პარტნიორობას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა, მან პასუხად ისაუბრა იმაზე, როგორი გაწბილებულია სამოქალაქო საზოგადოებითა და ენჯეოებით, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. მან გვითხრა, რომ ფიქრობს, რომ ეს უნდა დასრულდეს და რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ენჯეოების მხარდაჭერა. კონგრესმენი ტერნერი ძალიან პირდაპირი იყო და მას [ირაკლი კობახიძეს] უთხრა, რომ ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, რომ იმედი გვაქვს, საქართველო დემოკრატიაა. კრიტიკას მიჩვეულები ვართ, ჩვენც ხშირად გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რომ წინ არ წავიდეთ და ისე არ მოვიქცეთ, როგორც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.მაგრამ მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა.
განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.