ვაკის პარკის ტრაგედიის გამო კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ფორმულამ მოიპოვა მერის განკარგულება, რომელიც 13 წლის მარიტას გარდაცვალებიდან თითქმის 1 წლის შემდეგ გამოიცა. კალაძე 6 წელია მერია და როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა შეიმუშავეს შადრევნების მოწყობისა და ჩაბარების ერთიანი ტექნიკური რეგლამენტი. დოკუმენტში ისეთი პუნქტები წერია, მათ შორის დამიწების საკითხი, რომლის დაცვაც თბილისს ტრაგედიას აარიდებდა. ნიშნავს თუ არა ეს იმის აღიარებას, რომ თბილისის მერიამ გულგრილობა გამოიჩინა?!