საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, უკრაინა საფრანგეთს ჯარების გაგზავნას არ სთხოვს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
"უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალის გაგზავნას გვთხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ", - აღნიშნა მან.
სეჟურნეს თქმით, უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს.
27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.