სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა პარლამენტთან 24-საათიან უწყვეტ პროტესტს იწყებს

სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა პარლამენტთან 24-საათიან უწყვეტ პროტესტს იწყებს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტური მოძრაობა პარლამენტთან 24-საათიან უწყვეტ პროტესტს იწყებს.

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. ჩვენ 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის #304 აუდიტორიაში, ირაკლი მიმინოშვილის, სეუ-ის 19 წლის სტუდენტისთვის. დღეს, 17 მარტს გადავწყვიტეთ, ქართულ ოცნებას ვაჩვენოთ, რომ ძალა სტუდენტებშია. ერთად გავიარეთ შუქჩამქრალი და გაყინული აუდიტორია.

30 დღე გავატარეთ ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ გვიშვებდნენ. გვქონდა სამარცხვინო შეხვედრა გია კავთელიშვილთან, რექტორთან, სადაც დადო პირობა რომ ირაკლი მიმინოშვილს თავდებად დაუდგებოდა, მაგრამ პირობა ფუჭი აღმოჩნდა და რექტორი სასამართლო დარბაზშიც კი არ გვინახავს.

დღეს, სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა იწყებს უწყვეტ, 24-საათიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე", - აცხადებენ სტუდენტები.