ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. სიახლე ყველა კატეგორიის მომხმარებელს, ასევე კომერციულ აბონენტებს შეეხება.
ცვლილების შედეგად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის საყოფაცხოვრებო ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის - 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.
ახალი ტარიფი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 6 თვის ვადით დარჩება.