ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ რუსული პოლიტიკის გატარებაში. ამჯერად, საქმე ეხება ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილსა და მის პარტნიორს, რომელიც პრორუს პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული. ლაშა პაპაშვილი და საეჭვო ბიოგრაფიის ვლადიმერ ნოსოვი ციფრულ ბანკს აარსებენ, საქართველოს ეროვნული ბანკი და ნათია თურნავა კი ლიცენზიის მიცემას აპირებენ. ჩნდება ეჭვები, რომ პაპაშვილი რუს ბიზნესმენებს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება.