საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მათი ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძე დაშავდა.
მაუწყებლის ცნობით, გედენიძემ დაზიანება ფეხის არეში მიიღო.
"ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.