როგორ მიიღო მერიის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარი. ლაპარაკია 244ხ სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტთან - ენდელაძეების საწარმოებმა გააფორმა.
ორი ძმის ბიზნეს საქმიანობისა და მესამე ძმის მერიაში მუშაობის დაწყების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესწავლას ითხოვს.