კახეთის მუნიციპალიტეტის ორ სხვადასხვა სოფელში ორი არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს.
ფორმულას ინფორმაციით, 14 წლის გოგოზე, სავარაუდოდ, მამამ, ხოლო მეორე შემთხვევაში კაცმა - 12 წლის გერზე იძალადა.
არსებული ინფორმაციით, ორივე კაცი უკვე დაკავებულია და მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.