ქუთაისში სკოლის მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს, ჩანს, რომ პედაგოგი ბავშვს ფიზიკურად ეხება.
შემთხვევა ქუთაისის N6 საჯარო სკოლაში მოხდა.
მომხდარის შესახებ ეცნობა ქუთაისის რესურსცენტრს, დაწყებულია მოკვლევა. ადმინისტრაციის განცხადებით, მოკვლევის დასრულებამდე მასწავლებელი გაკვეთილებზე არ დაიშვება.