საკითხი, რომელიც ღარიბაშვილმა პოპულიზმისთვის არაერთხელ გამოიყენა. საწვავის ფასი, მთავრობის დაპირების საპირისპიროდ, კლების ნაცვლად იზრდება. მიზეზი რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდაა. ბაზრის 80%-ზე მეტი რუსულ საწვავს უკავია, მოსკოვმა კი ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა. იმპორტიორები ირწმუნებიან, რომ დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ ბენზინის ფასი შეიცვლება, რისი ნიშნებიც უკვე არის.