თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.