სატრანსპორტო: ელ.ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერებულია

სატრანსპორტო: ელ.ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.

"ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში", - წერს კომპანია.